logo
ENG



13 სექტემბერს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

09 სექ 202418:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/pscrq84eccwdv4v.jpg

13 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლდიმერ ონოფრიშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ დაჯილდოების შემდეგ გაიმართება სოლო კონცერტიც.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასწრება.

"13 სექტემბერს საღამოს შვიდ საათზე პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩის მიმდებარედ, კერძოდ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც პრეზიდენტი გადასცემს ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს ჯილდოებს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას და იმედია, მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ ხალხს ექნება საშუალება მიულოცონ ოლიმპიელებს გამარჯვება. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და ჩვენი ბენდის კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება. ვეპატიჟებით ყველას 13-ში, საღამოს შვიდ საათზე. ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების გამარჯვება"- თქვა ონოფრიშვილმა.


close დახურვა