logo
ENG



14-16 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ჩამოვა

13 ივნ 202113:07
3 წუთის საკითხავი
clock 790
2021/06/13/ovntb8se4mgncq9.jpg

ეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ჰელგა შმიდი საქართველოში 14-16 ივნისს ჩამოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივანი ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება. იგეგმება პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან,საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

უწყების ცნობით, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარსა და ერგნეთს. იგი მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში. 


close დახურვა