
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.რომელიც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. ღონისძიებას ესწრებიან ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტები და ადვოკატები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, კონფერენციაზე ადვოკატები პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ.
„იურისტები განიხილავენ პროფესიულ საკითხებს, ილაპარაკებენ გამოცდილებაზე, ბოლო წლებში ჩვენ გავხდით ადვოკატთა კონსოლიდირების მოწმე როგორც ასოციაციის ასევე ადვოკატთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, უკეთესია ურთიერთობა მოსამართლეებთან და პროკურატურის მომსახურებასთან. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უკეთესი მომსახურეობა მიიღონ და სასამართლო სისტემამ მუშაობა გააუმჯობესოს,“ - განაცხადა საქართველოში საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ქრისტიან ურსემ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით ყველა რეფორმა კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში მაღალხარისხიანი იურიდიული სერვისი იყოს, რაც საბოლოო ჯამში კანონის უზენაესობას შეუწყობს ხელს.