logo
ENG



ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მესამე დღე ისევ ძალადობრივი ჯგუფების აქციის ფონზე მიმდინარეობდა

11 ნოე 201907:44
3 წუთის საკითხავი
 
g82naewaqhwc5yp.png

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება ძალადობრივი ჯგუფების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.  აქციას ორგანიზაცია "ქართული იდეის" წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.  გასულ დღეებთან შედარებით პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა და მასში გაცილებით ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა.

ორგანიზაცია, „ქართული იდეის“ ლიდერი, ლევან ჩიჩუა აცხადებს, რომ ფილმი კანონდარღვევებით გავიდა და მათ პროკურატურასა და შნაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი წერილები უკვე შეიტანეს.

„შევიტანეთ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი წერილები, ფაქტები იმის შესახებ, რომ ეს ფილმი გავიდა კანონდარღვევით და უფრო მეტი ამოტივტივდა. იქ იყვნენ კადრებში ბავშვები, რომლებიც ცეკვავენ, რომლებსაც მშობლების დასტურის გარეშე მიაღებინეს მონაწილეობა თაღლითურად და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა გეი პროპაგანდისტული ფილმი“, -განაცხადა ლევან ჩიჩუამ.

 


close დახურვა