
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უნარი ძალაუფლება ვინმეს გაუნაწილოს.
ამის შესახებ მან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების საკითხის კომენტირებისას, ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„დავით უსუფაშვილი ხედავენ რომ 45 %-ს ვერ იღებენ და ქვეყანსა კი არა თვითონაც ცუდად ექნებათ საქმე. გარდა ამისა მათ არ აქვთ უნარი ვინმეს გაუნაწილონ ძალაუფლება. პროპორციიული არჩევნები ნიშნავს კოალიციურ მთავრობას. ოცნებას და ივანიშვილს ამის წარმოდგენა არ შეუძლოიათ, რომ პროპორციული არჩევენების დროს კოალიციურ პარტნიორებთან მოუწევთ მოლაპარაკება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე კი აცხადებს, რომ თუ 2020 წელს პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, ხელისუფლება ისეთ ქუჩას მიიღებს, რაც არ უნახავთ.
„არ ვიცი რა იყო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებითნათ რამდენად ძნელია იყო დემოკრატიული საქართველოში თუ მოქალაქეებისთვის ეჩვენებიათ რამდენად შიდადემოკრატია აქვთ ე.წ. ქართულ ოცნებაში. ამის შედეგი იქნება მარტივი, 2020 წელს ან ჩატარდება პროპორციული არჩვენები, ან ისეთ ქუჩას მიიღებენ, რომელიც არ უნახავთ“, - განაცხადა გრიგოლ მაშაძემ.
„ევროპული დემოკრატების“ წევრი პაატა დავითაია კი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ ინიციატივის ჩაგდებას არ მოახდენს.
„ინიციატივა, რომელსაც თავად ოცნების დეპუტატებმა მოაწერეს ხელი, ახალ ისევ მათი მხრიდან დადგა საფრთხის ქვეშ. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ და იმედი მაქვს რომ ისინი ამას არ გააკეთებნ“, - განაცხადა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ 20-მდე ოპოზიციური პარტია მას შემდეგ შეიკრიბა ერთ მაგიდასთან, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხის განხილვას, პარლამენტში დაპირისპირება მოყვა. გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობა ინიციატივის ჩაგდებას ცდილობს.