logo
ENG



დეპუტატების სია, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდეს

14 ნოე 201913:29
3 წუთის საკითხავი
 
x2awhnqv662ze3u.jpg

სია, საიდანაც ირკვევა, თუ რომელმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, საჯარო ხდება. დოკუმენტში ასევე არიან ისინი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან შეიკავეს თავი და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მისცეს ხმა. 

სულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ: ირაკლი აბუსერიძე, დაჩი ბერაია, ანზრო ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, ცოტნე ზურაბიანი, ედიშერ თოლორაია, შალვა კიკნაველიძე, კობა კობალაძე, კარლო კოპალიანი, გიორგი კოპაძე, კობა ლურსმანაშვილი, სანველ მანუკიანი, იოსებ მაკრახიძე, გურამ მაჭარაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, პაატა მხეიძე, თამაზ ნავერიანი, სალავან მირზოევი, დიმიტრი მხეიძე, პაატა მხეიძე, რომან მუჩიაშვილი, რუსლან პოღოსიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე. 

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრას წინ უძღოდა ორდღიანი დაძაბული მოლაპარაკებები და განხილვები პარლამენტსა და "ქართული ოცნების" ოფისში. კანონპროექტზე მსჯელობის პროცესში ბოლო 2 დღის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დეპუტატები ერთმანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართავდნენ. ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას ისახავს მიზნად. გუშინვე ჩატარდა უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოსულმა დეპუტატებმა პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. რამდენიმე დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი კანონპროექტს არ ჩააგდებს, ისინი მზად არიან უმრავლესობა დატოვონ.

პროპორციულ სისტემაზე 2024-ი წლის ნაცვლად, 2020-ში გადასვლის გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენებისა და აქციების შემდეგ მიიღო. 

 

 

 

 



close დახურვა