კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 14 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, ბახტრიონის, სულაკაურის და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაღნარის, მანაგაძის, შუშის, ჩიქვანაიას, ქერჩის, მორეტის, ვართაგავას და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი მუხაძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ფაღავას, სევანის, გურჯაანის, მთავარანგელოზის, მარტყოფის, მახათას, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ერისთავის, სართიჭალის, ცისკრის, მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, ავლაბრის, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელი-კოპაძის და დედოფლისწყაროს ქუჩების მოსახლეობას.