
ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე კომოზე მეგობრებთან ერთად წვეულებას ესწრებიან. იტალიაში სამუშაო ვიზიტით, ანუ საბიუჯეტო სახსრებით წასული დედაქალაქის მერი კომოს ტბაზე - 30-მდე მეგობართან ერთად დააფიქსირეს. ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მერთან ერთად იტალიაში კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან.
პასუხი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში არ ამბობენ - ცნობილია. არჩილ თალაკვაძე თბილისში ხმაურიანი აქციების ფონზე - მეგობრებთან ერთად კომოს ტბაზე, წვეულებაზე იმყოფება.
„ფორმულას“ ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იტალიაში კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან, მათ შორის ბექა ოდიშარია და გოჩა ენუქიძე. იგივე რეისით მილანში თბილისის მერი, კახა კალაძე გაფრინდა.
იტალიაში თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. თუმცა დღეს ის კომოს ტბაზე - 30-მდე მეგობართან ერთადაა, რომელთა შორის პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები არიან, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ექიმმა ბუბა კალანდაძემ გაავრცელა.
თითქმის 40 კაციანი შემადგენელობა კომოს ტბაზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფება. ბარვენაშვილს ქართული ოცნების ეგრეთწოდებულ ახალგაზრდულ ფრთასთან მეგობრობა აკავშირებს. ჯერჯერბოთ უცნობია, აფინანსებს თუ არა ის ქართველი სტუმრების ვიზიტს.