
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მას დღეს დეკანოზის შეწყალების მოლოდინი ჰქონდა. როგორც თორნიკე მამალაძემ „ფორმულასთან“ სატალეფონო საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტმა არათუ დეკანოზი, არამედ არც ერთი სხვა მსჯავრდებული არ შეიწყალა.
“მე ველოდებოდი დღეს შეწყალებას. ჩვენ კარგად გვახსოვს, მთავრობა ყოველთვის იძახდა, რომ ეს არის ეკლესიის საქმე. გარედან ჩანს, რომ ეკლესიამ გადაწყვეტილება მიიღო. ველოდებოდი, რომ ჩემს ძმას გაათავისუფლებდნენ, შეიწყალებდნენ, მაგრამ ხედავთ, რომ საერთოდ აქტიც არ გამოუშვა პრეზიდენტმა. გიორგობას ყოველთვის იყო შეწყალებები და ეს წინა პრეზიდენტების შემთხვევაშიც გვახსოვს. მინდა მივმართო დაპატიმრებული ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებსაც მოთხოვნა ჰქონდათ გაგზავნილი, პრეზიდენტს შეახსენონ, ჩუმად არ იყვნენ და მოითხოვონ შეწყალების აქტების გაცემა“, - განაცხადა მამალაძემ.