
პარლამენტში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მმართველი გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატების ვინაობა ცნობილია: პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერები კი იქნებიან მამუკა მდინარაძე, ასევე გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
თამარ ხულორდავას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დავით სონღულაშვილი შეცვლის, საგარეო საქმეთა კომიტეტს კი ირაკლი ბერაია ჩაიბარებს. რაც შეეხება განათლების კომიტეტს, მას გენადი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი გურამ მაჭარაშვილს გადააბარებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი გახდება. რატი იონათამიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა, მათ შორის არის თამარ ჩუგოშვილიც.