logo
ENG



გუმბარიძე: კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მიმართ ერთიანია

27 ნოე 201923:03
3 წუთის საკითხავი
 
4irfcycjnnhc0ti.jpg

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა გუმბარიძე "ედისონ რისერჩის" კვლევებს ეხმაურება. როგორც გუმბარიძე გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. გუმბერიძე ვარაუდობს, რომ დაგეგმილ არჩევნებზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი მივა. 

"კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება არის ერთიანი, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მიმართ. ეს მონაცემები შესაძლოა გარკვეულ გაბრაზებასაც უკავშირდებოდეს. როდესაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ამ დროს ეს ცვლილება ვარდება, ბუნებრივია რომ ბრაზის მომენტი იზრდება. ეს ზრდის ამომრჩევლების მოტივაციას, რომ არჩევნებზე მივიდნენ. ვხედავთ, დღეს რიცხვებს, როდესაც ახალგაზრდა ამომრჩეველიც უფრო აქტიური იქნება არჩევნების დღეს", - განაცხადა გუმბარიძემ. 

 

 


close დახურვა