
აქტივისტი და ჟურნალისტი მიშა მშვილდაძე "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. როგორც მშვილდაძე გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, კვლევამ აჩვენა ის, რომ საზოგადოებაში არსებობს ცვლილებების მოლოდინი.
" ჩვენი მოსახლეობის 77% არის რაღაც ახლის მოლოდინში. მთავარი გამოწვევა ახლა ზუსტად ეგ ჩანს, რამდენად მოხდება პოლიტიკური კლასის სტრუქტურიზება. ჰომოფობია გამოჩნდა მაგალითად კვლევაში, ძალიან დაბალი პროცენტით, მაგრამ გამოჩნდა. შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. ამ ჩამონათვალში ჩანს, რომ არსებული პრობლემები არ იცვლება, სიღარიბე, უმუშევრობა და ასე შემდეგ. ამიტომ, მოსახლეობა მივა არჩევნებზე. ჩემი პროგნოზი არის ასეთი: მესამე ძალები გამოჩნდება. იქ დგას ბევრი პარტია და ჩანს, რომ ძალა ერთობაშია. ამ კვლევებში ჩანს შესაძლებლობა იმის, რომ საზოგადოებას აქვს ბერკეტიც და მზაობაც ცვლილებებისთვის", - განაცხადა მშვილდაძემ.