logo
ENG



15:00 საათზე აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად სააპელაციოსთან გაიმართება

05 ნოე 202411:07
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების საჩივრების განხილვა გაიმართება და სამართლიან განხილვას მოითხოვენ.

"მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

"სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა."

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!
შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა", - წერს მელია.


close დახურვა