logo
ENG



15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა

14 ივნ 202622:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/14/0z5xb5jn6e5bf8v.png

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა. 

"ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

15 ივნისს სერბი კოლეგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 15:35 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა