logo
ENG



15 წელი აიპტაევას მკვლელობისთვის

02 აგვ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე - სამართლიანობა აღდგა, დამნაშავე დაისაჯა, - ასე ეხმაურება ყაზახეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასელ აიპტაევას ოჯახი. 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ნათესავს, მურატ მეირბეკოვს დღეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იმ მტკიცებულებებით იხელმძღვანელა, რომელიც საქმეში დევს. ექსპერტიზის მიხედვით, ქალის ცხედარზე ნათესავის მეირბეკოვის დნმ-ი აღმოაჩნდა, რაც იმას ადასტურებს, რომ  აიპტაევა, რომელმაც თბილისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეირბეკოვმა გააუპატიურა.


close დახურვა