logo
ENG



15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად იქნება

31 აგვ 202112:45
3 წუთის საკითხავი
 

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

შეზღუდვა შეეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. 

4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ კერძო და სახელმწიფო ბაღები. 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, 4 ოქტომბერს სასწავლებლების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას გამოიყენებენ. ეს გულისხმობს, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება სასწავლო ოთახებში. ამასთან, მშობელს შეეძლება აირჩიოს, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს თუ პირისპირ. 

უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ, მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ ამ აქტივობების დროს ყველა დამსწრე პირი, მათ შორის პროფესორ-მასწავლებლები ორჯერადად აცრილები უნდა იყვნენ.


close დახურვა