logo
ENG



15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის გამომძიებელი დააკავეს

18 დეკ 201907:45
3 წუთის საკითხავი
 
nhp807a9ocj6sww.jpg

ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა საია-ს ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე. დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს",-განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გამომძიებელი ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქმესთან დაკავშირებით კი საია-მ მიმართა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

"ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს უკანონო მოქმედებაში. ვნახავთ როგორც სახელმწფიო ინსპექტორი ამბობს საგამოძიებო პროცესი გრძელდება. ეს არაა იოლი საქმე, თუმცა ჩვენ აღნიშნული უწყება ზუსტად იმიტომ გვჭირდება რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამ სამსახურის ძირითადი საქმიანობა სწორედ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო დანაშაულების გამოძიებაა",-აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

 


close დახურვა