15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შემთხვევა 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა.
გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა თანატოლს დანით გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დაარტყა.
დაჭრილი მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს.
არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის, სავარაუდოდ, სკოლაში დაიწყო, თუმცა გარჩევა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მოხდა და მასში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.