logo
ENG



16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა - საკრებულოს დეპუტატს ოცნებიდან, ბრალი წარუდგინეს

10 ივნ 202008:05
3 წუთის საკითხავი
 

დედოფლისწყაროში საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით მიმდინარე წლის 7 ივნისს გიორგი ჭინჭარაულს თანასოფლელებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ ჭინჭარაულმა ტერიტორია დატოვა, თუმცა მოგვიანებით ინციდენტში მონაწილე თანასოფლელები მოძებნა და ცივი იარაღით დაჭრა. 

დაშავებულებს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდათ მიყენებული. დანაშაული 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა