გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობს. მისივე თქმით, ხელისუფლება საპროტესტო ტალღას პარტიების მიერ მართულს უწოდებს.
„მართლა თვალის ჩინი გადავიხადეთ. მაკო გომური არც ერთი პარტიის წევრი იყო. ბიძინა ივანიშვილი მილიარდს გადაიხდიდა თავის თვალის ჩინში. ახლა ამ პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, რომ პარტიების მართული პროცესია. ზუსტად ამ ინკლუზიური ფორმატით, სადაც პარტიებსაც ჩავრთავთ და ყველაფერს ივანიშვილის გულის გასახეთქად ვიზამთ, სწორედ ამის ხარჯზე მოვიგებთ“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.
