გიგა მაქარაშვილი გორის იზოლატორიდან პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მივიდა. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური წევრი კვლავ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდა.
ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" მომდევნო მასშტაბურ აქციას გეგმავს. სავარაუდოდ, ეს იქნება პარლამეტის სასესიო კვირა, 9 დეკემბერი. იგეგმება სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება, მათ შორის პარლამენტისაც.
"როგორც ჩანს ჰიმნის სიმღერა არ მაპატია მოსამართლემ, რომლის გვარიც ახლა მაისურზე მაწერია. მან გაწელა მაქსიმალურად პროცესი და წინა ხელისუფლებას რომ დასცინოდნენ, ღამის დაჭერებიო, ზუსტად ასე გაგვამწესა 12 ადამიანი. რამდენიმე საათი საკანში მამყოფეს, მერე შორს გამიშვეს და 12 ღამე ვიყავი სრულიად მარტო, რადგან არავის უშვებდნენ. მაგრამ სისტემა შიგნიდან ყარს და ყველა დარწმუნებულია, რომ ეს კაცი უნდა წავიდეს. ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით ვიცი, რომ ყველაფერი გამოგვივა. ჩიტაძის ქუჩაზე, პირველ ზოლში ვიდექი და დამაკავეს. მიზანიც ეს იყო, რომ გავთიშულიყავი. გზაში მანქანა გაუფუჭდათ და ჩემი ფეხით მივედი პოლიციამდე. პოლიციელები პირად საუბარში მეუბნებოდენ, რომ ჯიგარი ვარ და კარგ საქმეს ვაკეთებთ, შედეგ სასამართლ პროცესზე კი სხვაგვარად საუბრობენ. ცოტაც გაუძელითო, ასე გვეუბნებოდნენ. ყველამ იცის, რომ ივანიშვილი მატყუარაა, რომელსაც ახლა გენოციდიც გამოუცხადებია. დიდი შეცდომა დაუშვით, ბატონო ბიძინა, რადგან რაც მეტს დაგვიჭერთ, მით მეტნი ვიდგებით აქციაზე",- აღნიშნა მაქარაშვილმა.
ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტი 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ, წუხელ ღამით გაათავისუფლეს. ის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.
