logo
ENG



ინდეფენდენტი საქართველოზე: ჩვენ ვშორდებით დემოკრატიას - საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვა

04 დეკ 201909:00
3 წუთის საკითხავი
 
sbmdpa3i2y37f0l.jpg

"ჩვენ ვშორდებით დემოკრატიას- საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვა", - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ,,ინდეფენდენტი'' აქვეყნებს. პუბლიკაციაში წერია, დემონსტრაციების ახალი ტალღა დიდი ხნის დაპირებულ  საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ დაიწყო. არსებული შერეული სისტემა კი უპირატესობას მმართველ პარტიას ანიჭებს.

,,ოპოზიციებში ბევრი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში, უბრალოდ ძალაუფლებას ებღაუჭება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს პარლამენტში არანაირი როლი არ აქვს, ოპონენტები მას ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებენ'.' - წერს სტატიის ავტორი.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი განცხადების შესახებ, სადაც დიპლომატები ქართული საზოგადოების ფართო სეგმენტის ღრმა იმედგაცრუებას აღიარებენ.

,,მმართველი პარტია ამბობს, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, პარტია ძალიან ახლოს არის რუსეთთან, რომელსაც  ამჟამად საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი აქვს ოკუპირებული",- წერია პუბლიკაციაში.

ავტორს მოჰყავს დაკავებულებისა და აქციების დაშლის დროს დაშავებულეების სტატისტიკა, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ოგანიზაციების შეფასებები, რომლის მიხედვითაც დაირღვა მშვიდობიანი შეკრებისა და სამართლიან სასამართლოს უფლებები.

 


close დახურვა