logo
ENG



ედისონ რისერჩი: საქართველოში მოქალაქეები ყველაზე პოზიტიურად უკრაინის, ხოლო ნეგატიურად რუსეთის მიმართ არიან განწყობილნი

04 დეკ 201922:11
3 წუთის საკითხავი
 
36dwl3ye7qwkb33.jpg

საქართველოს მოქალაქეების რეალური ქართული ოცნება დასავლეთია, ამას „ედისონ რისერჩისა“ და „ფორმულას“  ერთობლივი კვლევის შედეგებიც ადასტურებს. საქართველოს მოქალაქეების პასუხი კითხვაზე ჩამოთვლილი ქვეყნებიდან და გაერთიანებებიდან გთხოვთ შეაფასოთ როგორია თვქენი განწყობა თითოეულის მიმართ, პასუხები ასე გადანაწილდა :

სიაში უკრაინა ლიდერობს, სწორედ უკრაინის  მიმართაა  ყველაზე დიდი 90 პროცენტი პოზიტიურად განწყობილი და მხოლოდ 10 % -ია განწყობილი ნეგატიურად. შემდგომ  მოდის ევროკავშირი  პოზიტიური 88 %-ით და ნეგატიური მხოლოდ 12 % -ით. 

ნატო 84 % პოზიტიურად  არის განწყობილი ამ გაერთიანების მიმართ, ნეგატიურად მხოლოდ 16 %-ია.  ზუსტად იგივე მონაცემია აშშ -ის მიმართაც. პოზიუტიურად 84 %ია განწყობილი , ნეგატიურად 16% . 

შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 64  %  პოზიტიური, ნეგატიური 36 % . სომხეთი- პოზიტიური 62 % , ნეგატიური 38 %. თურქეთი პოზიტიური 56% , ნეგატიური - 44 %.  ირანი პოზიტიური 39%, ნეგატიური 61%.  რუსეთს აქვს ყველაზე დაბალი პოზიტიური მაჩვენებელი გრაფაში, გამოკითხულთაგან რუსეთის მიმართ პოზიტიურად მხოლოდ 31 % -ია  განწყობილი და 69 % - რუსეთის მიმართ განწყობილია ნეგატიურად. 

კითხვაზე ხართ თუ არა აშშ-თან ორმხრივი კავშირის განვითარების მომხრე  - პასუხები ამ კითხვაზე ასე გადანაწილდა: 

დიახ მომხრეა  - 87 %;

არა  მხოლოდ  13 %;

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა