
არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს.
„გვგონია, როცა რამეს ვაკეთებთ ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებით ვმოქმედებთ. ევროკავშირში შესვლა გვჭირდება, რომ უკეთესაც ვიცხოვროთ, თორემ ევროკავშირს კი არ ვჭირდებით, ეს ჩვენი ინტერესია. ახლა ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას უკეთებს დემონიზებას. მაგალითად, ეს ინტერაქტივი ტელევიზიაში, რომელსაც წინ უძღოდა ივანიშვილის ინტერვიუ და შემდეგ შემთხვევით გახსენება ამ ინტერაქტივის, რომ აი, საზოგადოების 95%-ს უარყოფითად აფასებს არასამთავრობოების საქმიანობას“, - განაცხადა მშვენიერაძემ.