logo
ENG



164 ათასი სოციალურად დაუცველი, 590 000 თვითდასაქმებული, 760 000 პენსიონერი მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა

07 მაი 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის სტიმულირების გეგმის წარდგენაც არაფერს ცვლის იმ მილიონამდე მოქალაქისთვის, რომელიც სახელმწიფომ დახმარების გარეშე დატოვა. თვითდასაქმებულები, პენსიონრები, შშმ პირები უარესი სცენარისთვის ემზადებიან. დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვთ არც სპეციალისტებს, - სურსათზე გაძვირებული ფასები, როგორც ჩანს არსებულ ნიშნულზე გაჩერებას არ აპირებს, ისევე, როგორც სიმყარეს ვერ ინარჩუნებს ლარი. 

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ხარჯები ყოველდღიურად ეზრდება. მათთვის სურსათზე მომატებული ფასები საგრძნობლად თვალშისაცემია. ამბობენ, რომ პროდუქტების ღირებულება 20-30%-ით გაიზარდა.

მომხმარებლის სიმცირეს უჩივიან მოვაჭრეები. აცხადებენ, რომ ფასების შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა მყიდველი მაინც არ ჰყავთ.

ეროვნულ ბანკს და მთავრობას რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ ექსპერტები, ოპოზიცია კი ალტერნატიულ ანტიკრიზუსულ რეფორმებს განიხილავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სიღარიბის ზღვარზე მოსახლეობა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გარდა, თავად ხელისუფლებამ მიიყვანა.

დამაიმედებელი პროგნოზი არც ეკონომიკის ექსპერტებს აქვთ. სპეციალისტები გაზრდილ ფასებს კორონავირუსის დროს არსებულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უკავშირებენ 

გაძვირებული ცხოვრების პირისპირ მთავრობამ 164 ათასი სოციალურად დაუცველი, 590 000 თვითდასაქმებული, 760 000 პენსიონერი, შშმ პირები და დევნილთა ნაწილი  დატოვა - ასეთია ეკონომისტების მიერ დათვლილი სტატისტიკა. 

 


close დახურვა