logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმმა ავადმყოფს, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცა

06 დეკ 201908:34
3 წუთის საკითხავი
 
3t8vw58vfu0r3lu.jpg

ავადმყოფს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცა. 80 წლის ქალს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. მან ოკუპირებული ტერიტორია ახალგორთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის საშუალებით დატოვა. როგორც ცნობილია, ოკუპირებული სოფლები წითელი ჯვრის დახმარებით კიდევ ორმა პირმა დატოვა. „ფორმულასთან" საუბრისას ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმმა მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობისა და პენსიის აღების საშუალება მისცა. 

"ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ქართველბსაც და ოსებსაც სურვილი აქვთ, რომ აქეთ გადმოვიდნენ. სურსათი არის ნაკლებად, ასევე მედიკამენტებიცც პრობლემაა. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობას შეეძლება გადმოსვლა“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

 

 

 

 


close დახურვა