logo
ENG



ლომჯარია: სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

10 დეკ 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
v20gez48m89t2c4.jpg

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2019 წლი შეაჯამა, საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხსაც შეეხო.

ლომჯარიას თქმით, მომრავლდა გატაცების შემთხვევები და ხშირად ფაქტები საერთოდ არ ხმაურდება. ახლა კი, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე გახმაურდა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ასპარეზზე მეტი აქტიურობა მართებს, რადგან ახლა ყველას ყურადღება საქართველოსკენაა.

„უმწვავესი პრობლემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. მინდა გამოვეხმაურო ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს და ძალიან მნიშნელოვანია, რომ სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, უზრუნველყოს მისი გათავისუფლება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, .წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის .. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში.

 

 

 


close დახურვა