
„ქვეყანაში, სადაც ყველა ტაქსისტს ორი დიპლომი აქვს, უზენაეს სასამართლოში უდიპლომო თადუმაძეს ნიშნავენ’, - ასე გამოეხმაურა უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის თემას, „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყველა ხელისუფლებას ემსახურონ.
„მოსამართლეების ეს შემადგენლობა, ჩემთვის მიუღებელი იმიტომ კი არ არის, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ, არამედ ესენი არიან ადამიანები, რომელიც ჩვენ დროს ჩვენ დაკვეთას ასრულებდნენ და როგორც ხელისუფლება შეიცვალა, სხვა ხელისუფლებაში გადაპორტირდნენ. ჩვენ რომ დავბრუნდეთ, ისევ მოვლენ და გვეტყვიან თქვენ დავალებას შევასრულებთო. ამ მოსამართლეებს როგორც პარტიულებს კი არ ვებრძვით, არამედ ღირებულების არქონის გამო ვებრძვით. ასეთი მოსამართლეები არ სჭირდება ამ ქვეყანას. ქვეყანაში, სადაც ყველა ტაქსისტს ორი დიპლომი აქვს, უზენაეს სასამართლოში ნიშნავენ, უდიპლომო ადამიანს. ყველაზე დიდი პრობლემაა მოსამართლეები, რომლებიც მზად არიან ყველა ხელისუფლებას ემსახურონ“, - განაცხადა ბაქრაძემ.