logo
ENG



„ოცნების“ ძალის დემონსტრირება - მმართველ გუნდს კონცერტისთვის საჯარო მოხელეები იძულებით მოყავს

11 დეკ 201920:13
3 წუთის საკითხავი
 
iwzi86eaigmm54t.jpg

 

„ქართული ოცნების“ ძალის დემონსტრირება შანტაჟისა და მუქარის ქვეშ - ოპოზიციის ინფორმაციით, 14 დეკემბერს დაანონსებული აქციისთვის, ბიძინა ივანიშვილის გუნდს რეგიონებიდან საჯარო მოხელეები იძულებით მოჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ქუთაისის ნომერ მეხუთე საჯარო სკოლა ოპოზიციის ინფომრმაციით ერთ-ერთია, რომლის მასწავლებლებსაც ხელისუფლება 14 დეკემბერს ოპოზიციის კონტრაქციაზე წასვლას აიძულებს. სკოლის დირექორი ამბობს, რომ შაბათი დასვენების დღეა და აქციაზე წასვლის გადაწყვეტილებას ყველა საკუთარი სურვილით იღებს.

ოფიციალური ინოფრმაციით, ხელისუფლება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას გამართავს. ოპოზიციაში ეჭვებენ , რომ ხელისუფლება ძალის დეონსტრირებას ცდილობს. რეგიონებში საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენს და ამ ფორმით აიძულებს მუნიციპალიტეტებში, სკოლებსა და ბაღრებში დასაქმებულ ადამიანებს თბილისში ჩამოსვლას.

ამ ბრალდებების გასანეიტრალებლად დღეს კახი კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ის ერთი მხირვ ამბობს, რომ ხელისუფლება ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევას ზეიმობს, მეორე მხრივ კი აღიარებს, რომ ეს ოცნების პარტიული ღონისძიებაა და მომხრეების ჩამოყვანას პარტია უზრუნველყოფს.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანად ანბანური რიგითობთ აირჩიეს. აქამდე ამ პოზიციას საფრანგეთი იკავებდა. ოპოზცია ამტკიცებს, რომ ამ ფაქტს ხელისუფლება მომხრეების , დაშინებული საჯარო მოხელეების ქუჩაში გამოსაყვანად და ძალის დემონსტრრიტებისთბის იყენებს.

 


close დახურვა