საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 16:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.
ახალ დოკუმენტში, რომელიც მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი შესთავაზეს, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
2 საქმეში გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები იგულისხმება.
დღეს, 19 აპრილს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ არ გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს, მიუხედავად იმისა, რომ რურუა "არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი".
"მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს". - აცხადებს მმართველი პარტია.