16 წლის უკრაინელი გოგო ოკუპირებული დონეცკიდან საცხოვრებლად უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. მას და მის ბებიას, რომელიც გოგოს მეურვეა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პასპორტი აქვთ.
როგორც გოგომ თქვა, მას თავისუფალ უკრაინაში სურს ცხოვრება.
უკრაინის კოლტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელად მან დანაღმული ველი გაიარა.
გოგოზე მზრუნველობა პოლიციამ და სოციალურმა სამსახურმა აიღო. მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. გოგოსთან მუშაობენ ფსიქოლოგები.
დროებით ის თავშესაფარში იცხოვრებს, ბავშვთა ზრუნვის თანამშრომლების და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.