logo
ENG



ეჭვი მაქვს, რომ ეს ტერორისტული აქტია - სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს

12 დეკ 201913:18
3 წუთის საკითხავი
 
5ahw8wqkplaetn0.jpg

პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა. კერძოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ორმა წარმომდგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. 

"ორი დეპუტატი შემოვიდა დარბაზში. ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ და გარკვეული ნივთიერება დაასხეს მაგიდაზე. ყველა ვხვდებით ეს რას ემსახურება. ყველა იქნება უმკაცრესად დასჯილი, თუმცა ჯობს, რომ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს", - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელის ინიციატივას ტექნიკურ შესვენებასთან დაკავშირებით დათანხმდა და გამოაცხადა ტექნიკური შესვენება. 

"მივიღებთ ამომწურავ ინფორმაციას უმოკლეს დროში. უსაფრთხოებას ნორმებიდან გამომდინარე დავტოვოთ დარბაზი. როგორც კი ეს იქნება შესაძლებელი, სხდომა განახლდება", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

დეპუტატების ნაწილი სხდომათა დარბაზში რჩება, თუმცა ნაწილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. ერთ-ერთი პირველი ვინც კომენტარი გააკეთა, უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძეა. მან არ გამორიცხა, რომ ეს ტერაქტი იყოს. 

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ტერორისტული აქტი", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

 

 

 

 


close დახურვა