logo
ENG



მიშა მშვილდაძე ოცნებას მიმართავს: ახლა, როცა პარლამენტში სუნია, ჩამოიყვანეთ გავრილოვი და კარი გამოუკეტეთ

12 დეკ 201923:56
3 წუთის საკითხავი
 
rnk3eq0pix5hc16.png

12 ნოემბრის გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ პარლამენტში მომხდარი ინციდენტით დაიწყო.

შვილდაძის განცხადებით, დღეს პარლამენტში სუნი ორჯერ დადგა – ერთხელ არაპირდაპირი და მეორედ პირდაპირი მნიშვნელობით.

„დღეს პარლამენტში სუნი ორჯერ დადგა – ერთხელ არაპირდაპირი და მეორედ პირდაპირი მნიშვნელობით.

არაპირდაპირი მნიშვნელობით მაშინ,  როდესაც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უვადო მოსამართლეების 20 კანდიდატიდან 14 დაამტკიცა. 6 მოსამართლე კი შეეწირა ბიძინა ივანიშვილის მომავალში სათქმელ ფრაზას: ,,დემოკრატია რომ არ იყოს, ოცივეს დაამტკიცებდა პარლამენტი,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მშვილდაძე რამდენიმე დეპუტატის შეუძლოდ გახდომასთან დაკავშირებითაც საუბრობს, საიდანაც დღევანდელი დღის სპექტაკლი დაიწყო.

„აქედან იწყება სპექტაკლები – რამდენიმე ოცნების დეპუტატი თურმე შეუძლოდ გახდა, საქმეში ჩაერთო ლადო კახაძე და მოწამლულებს პირველად დახმარება აღმოუჩინა,“ - საუბრობს მშვილდაძე გადაცემაში.

გადაცემის წამყვანი იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტის „გათრევაზეც“ აკეთებს კომენტარს.

„ჟურნალისტი, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, დარბაზიდან ორმა მანდატურმა და ერთმა ვიღაც კაცმა გაათრიეს. პოლიტიზირებული პოლიცია გამიგია, პოლიტიზირებული სასამართლო გამიგია...  პოლიტიზირებული საპატრიარქოც კი გამიგია, მაგრამ პოლიტიზირებული მანდატურები რაღა უბედურებაა,“ - აცხადებს გადაცემის წამყვანი.

გადაცემის დასასრულს მშვილდაძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ ახლა ჩამოიყვანოს საქართველოს პარლამენტში გავრილოვი და დასვას, როდესაც სუნი დგას.

„მივმართავ "ქართულ ოცნებას" – ახლა, როცა პარლამენტში სუნი დგას, აი ახლა ჩამოიყვანეთ გავრილოვი და დასვით სადმე, სადაც გინდათ და კარი გამოუკეტეთ.

და მეორე ხუმრობა-სიმართლე – წარმოიდგინეთ რა ხდება ქვეყანაში, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის თემა უკვე დაძველდა და ერთხელაც არ გვიხსენებია,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

 


close დახურვა