logo
ENG



20 საათსა და 10 წუთზე გული გააჩერა - 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა

18 დეკ 201907:23
3 წუთის საკითხავი
 
15rrtytola7qjbh.jpg

თითქმის ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ლუკა სირაძეს იაშვილის კლინიკაში გული გაუჩერდა. არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ლუკა სირაძემ „მწვანე სკოლის" შენობაში და შენობის კედლებზე წარწერები გააკეთა. ერთ-ერთი იყო „ამ ცოხვრების დედაც", რის შემდეგაც ის გამომძიებლებმა მშობლის გარეშე დაკითხეს. 

"პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგმარეობაში შემოვიდა. საგანგებოდ ისრაელიდან ჩამოვიყვანეთ ნეიროქირურგებისა და ანეთეზლოგების გუნდი. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხდა და 20 საათსა და 10 წუთზე გული გააჩერა",-აცხადებს კლინიკის დირექტორი თამარ ვახტანგაძე.


close დახურვა