logo
ENG



ლომჯარია: როგორც ჩანს, არავისთვის ცნობილი არ იყო, რომ ეს იყო გამოკითხვა და ეს იყო ნებაყოფლობითი პროცედურა

18 დეკ 201922:05
3 წუთის საკითხავი
 
idnpzocpso4gww1.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვა მეგობრულ გარემოში უნდა მოხდეს. ლომჯარიამ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვას ფსიქოლოგიც უნდა დასწრებოდა.

„როგორც ჩანს, არავისთვის ცნობილი არ იყო, რომ ეს იყო გამოკითხვა და ეს იყო ნებაყოფლობითი პროცედურა. შესაბამისად, აბსოლუტურად უარი შეეძლო მშობელს ეთქვა ამაში მონაწილეობაზე. ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც სპეციფიკურად ბავშვზე, არასრულწლოვანზე უნდა იყოს მორგებული. საჭიროების შემთხვევაში პროცესს ფსიქოლოგიც უნდა დაესწროს. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვა მეგობრულ გარემოში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ლომჯარიამ


close დახურვა