„დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტრავმა სავარაუდოდ არასრულწლოვანმა მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ის გამოკითხეს სხვა არასრულწლოვნების თანდასწრებით“, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი განცხადებით, გამომძიებელი ცდილობდა ლუკასგან სასურველი ჩვენება მიეღო, ანუ ერთგვარად უპირისპირებდა მისი მეგობრების ჩვენებას მის ჩვენებას და ეს ხდებოდა მათი თანდასწრებით.
„არ ვარ ფსიქოლოგი მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტრავმა სავარაუდოდ არასრულწლოვანმა მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ის გამოკითხეს სხვა არასრულწლოვნების თანდასწრებით. იმ ბავშვების თანდასწრებით, რომელთა ჩვენებითაც გამომძიებელი ცდილობდა მიეღო სასურველი ჩვენება ლუკასგან. ანუ ერთგვარად უპირისპირებდა მისი მეგობრების ჩვენებას მის ჩვენებას და ეს ხდებოდა მათი თანდასწრებით. ეს იქნებოდა და დარწმუნებული ვარ იყო ტრავმული სხვა არასრულწლოვნებისთვისაც,“ - განაცხდა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.