logo
ENG



ლომჯარია: სკოლაშიც განხორციელდა გარკვეული ქმედებები, რაც, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

18 დეკ 201922:16
3 წუთის საკითხავი
 
v4lhrj261j7n7m4.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეში პოლიციის ხელში აღმოჩნდა უკანონო მტკიცებულებები.

ლომჯარიას თქმით, ლუკა სირაძის საქმეში მთელი რიგი პროცედურული და უფლებრივი დარღვევები იკვეთება.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაც მე მივიღე, ვთვლი, რომ სკოლაშიც განხორციელდა გარკვეული ქმედებები, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი. თუმცა, მე არ შემიძლია დადასტურებულად ვისაუბრო და ამაზე საუბარი შეიძლება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სხვა არასრულწლოვნები, მაგრამ შესასწავლია, გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს.

ამას უკავშირდება ისიც, რომ შესაძლოა, რომ პოლიციის ხელში აღმოჩნდა უკანონო მტკიცებულებები და ამით ცდილობდა გამომძიებელი არასრულწლოვნებზე ზეწოლის მოხდენას. მთელი რიგი ჯაჭვია პროცედურული და უფლებრივი დარღვევების ამ საქმეში“, - განაცხადა ლომჯარიამ.


close დახურვა