გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიის“ პრეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება მსუბუქი მუხლით მიმდინარეობს და ის უნდა გადაკვალიფიცირდეს.
„ის მუხლი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს გამოძიება არის მსუბუქი, 335-ე მუხლი, ჩვენების იძულებით მიღება. არანაირად შეესაბამება საქმის გარემოებას. მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს გაითვალისწინოს საერთაშორისო სტანდარტები და ისე წარმართოს გამოძიება. არ მომხდარა ექსპერტიზის დანიშვნა, ეს გახლავთ სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული, რაც დიდი ალბათობით დაადასტურებს წამების მეთოდებსა და დამდგარ შედეგს შორის კავშირს. მთლიანად, ეს გამოძიება მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდის სტანდარტებით“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.