logo
ENG



რეზო აჭარაძე: მთელი დღის განმავლობაში გენინსპექციას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის ფაქტის შესახხებ არ შეუტყობინებია

18 დეკ 201922:58
3 წუთის საკითხავი
 
sb86unhifbyb02q.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა რეზო აჭარაძემ განაცხადა, რომ ლუკა სირაძის საქმეში გენინსპექციას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის ინფორმაცია სრულყოფილად არ მიუწოდებია.

„ისე მოხდა, რომ მე უფრო ადრე მოვასწარი მშობელთანაც მისვლა, სახელმწიფო ინსპექტორთან მისვლაც, გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და ამის შემდეგ მიიღო სახელმწიფო ინსპექტორმა გენერალური ისპექციისგან წერილი, რომ ჩვენთან შემოვიდა ზარი, რომ პოლიციელები ძალადობენ. კლინიკაში ყოფნისას დამიკავშირდა მათი ოჯახის წევრი და მითხრეს რა მდგომარეობაც იყო. არც დაინტერესებულა გენინსპექცია. მთელი დღის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის ფაქტის შესახხებ სრულყოფილად არ შეუტყობინებია“, - განაცხადა აჭარაძემ.


close დახურვა