ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. ადვოკატებმა საჯარო მიმართვა ქართულ და ოსურ ენებზე გაახმოვანეს. უფლებადამცველებმა კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, მოუწოდეს მხარი დაუჭირონ მათ და სოლიდარობა გამოხატონ დატყვევბული ექიმის მამართ.
„მივმართავთ, საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას და ჩვენს რუს კოლეგებს, სოლიდარობა გამოუცხადონ ექიმს და მხარი დაუჭირონ მის გათავისუფლებას, რათა დაუბრუნდეს ოჯახს და გააგრძელოს პროფესიიული საქმინობა“, - აცხადებენ ადვოკატები.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 9 ნოემბერს დააკავეს. ის ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ვაჟა გაფრინდაშვილის საკუთარ ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული საზღვრების არსებობას, არ აღიარებს.