logo
ENG



17 წლის გოგო, რომელიც გორი-თბილისის გზაზე, სავარაუდოდ, მოიტაცეს, იპოვეს

12 აგვ 202021:42
3 წუთის საკითხავი
 
17 წლის გოგო, რომელიც გორი-თბილისის გზაზე, სავარაუდოდ, მოიტაცეს, იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგო, რომელიც გუშინ გორი-თბილისის გზაზე, სავარაუდოდ, მოიტაცეს, იპოვეს. ამის შესახებ "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყების ცნობით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ცნობისთვის, გუშინ გორი-თბილისის გზაზე 17 წლის გოგო 22 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მოიტაცა.


close დახურვა