logo
ENG



17 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა - ამინდის პროგნოზი

16 თებ 202415:17
3 წუთის საკითხავი
 
17 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი.

მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

 


close დახურვა