
პარიზთან მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პროკურატურის ტერორისტულ საქმეებზე მომუშავე განყოფილება შეისწავლის. გადაწყვეტილება საფრანგეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულმა სამი წლის წინ ისლამი მიიღო, თავდასხმისას კი სიტყვებს „ალაჰ აკბარ" იძახდა.
შემთხვევას პარიზის გარეუბანში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა. სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს თავდამსხმელი. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მამაკაცი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.