
ისანში მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, ამავე უწყების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, ისანში მეველის ქუჩაზე მეორეული ტექნიკის ბაზრობას ხანძარი გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟის 12 ბრიგადა.