კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, წყნეთის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, გაბაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.