logo
ENG



18 წელი რევოლუციიდან - რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

23 ნოე 202117:19
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. 

მოქალაქეები ვარდების რევოლუციის 18 წლის თავს აღნიშნავენ. 

მათმა ნაწილმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ნაწილმა - თავისუფლების მოედნიდან. 

მათ ხელში, სიმბოლურად, ვარდები უჭირავთ. 

აქციის ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. 

მათი თქმით, შსს-ს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის თხოვნით მიმართეს, თუმცა, უწყებამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა - ჯაჭვი მანქანების მოძრაობის ფონზე შეიკრა.

18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუცია მოხდა. არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, რაც 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძის და მისი ხელისუფლების გადადგომით და ხელახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.


close დახურვა