უმრავლესობამ თბილისის საკრებულოში საგანგებო ბრიფინგი გამართა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ირაკლი ზარქუას თქმით, გაზრდილი ბიუჯეტით თბილისის მთავრობა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს.
„მოქალაქეებისთვის 2020-ში დაიხარჯება მილიარდ ნახევარი მილიონი ლარი. ეს პირდაპირ აისახება, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ასევე სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად ჯანდაცვის პროგრამებში და თქვენ იცით, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ბიუჯეტი იზრდება. ახალი პროგრამა ემატება ეს არის გაფანტული სკლეროზის მიმართულებით სადაც, ყველა პაციენტი დაფინანსდება ასი პროცენტით,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.