დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორს აირჩევს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩეს. დამოუკიდებელ ინსპექტორს მოსამართლეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომების გამოკვლევა ევალება.
ინსპექტორის თანამდებობაზე 8 კანდიდატი განიხილება, თუმცა არცერთი მათგანის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, რის გამოც არასამთავრობოები პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ.
„ჩვენი აზრით ის პროცედურები, რომლებიც საბჭომ არ დაიცვა და სრულიად გასაიდუმლოებულად, იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ჩატარების შესახებ ინფორმაციაც კი არ გაასაჯაროვა, რჩება განცდა და მოლოდინი იმისა, რომ ამ თანამდებობაზეც დანიშნული იქნება კლანისგან მოწონებული ადამიანი,“ - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ პროგრამის დირექტორმა გვანცა წულუკიძემ.
„საიას“ იურისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათდამი ლოიალურად განწყობილი კანდიდატები წარადგინეს.
„ცხადია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი აქტებით, სრულ ეყო დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის წესი და პროცედურები. სამწუხაროდ ეს მათ არ გააკეთეს. კლანმა მათდამი ლოიალურად განწყობილი კანდიდატები წარადგინეს და ეს მათ ხელს აბსოლიტურად ვერ უშლის ღიაობა მაგრამ დისკომფორტს უქმის და უნდათ, რომ ეს დისკომფორტი მოიხსნან,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.