logo
ENG



უმწვავესი წერილი - მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ამერიკელ კანონმდებლებს სრული ინფორმაცია არ აქვთ

23 იან 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

მნიშვნელოვანი სიგნალი და გაფრთხილება ვაშინგტონიდან „ქართულ ოცნებას“ ისევ არ ესმის. ოთხი კონგრესმენის წერილზე საპასუხოდ მმართველ გუნდში ისევ თავებს ითვლიან - ამჯერად ამერიკის კონგრესში. ნაწილს კი ჰგონია, რომ ქვეყნის მხარდამჭერებს და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს სრული ინფორმაცია არ აქვთ. არადა, ამერიკის ორპარტიული შეშფოთება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მიმართ მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელმაც პოლიტიკური კრიზისი შექმნა საქართველოში - პოლიტიკური დევნა, ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია, რუსული გავლენების ზრდა და ტროლების სკანდალი. 

კონგრესმენები, რომლებსაც „ოცნება" არაობიექტურობაში  ადანაშაულებს, ქართულ პოლიტიკას კარგად იცნობენ. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯოდმარეები და მხარდამჭერი რეზოლუციების ავტორები არიან. იციან ანაკლიის პორტის შეჩერებული მშენებლობის შესახებაც. ახლა ამის გამო  საქართველოში შესაძლოა ამერიკული და ევროპული ინვესტიციებიც შემცირდეს.

ექსპერტები რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაზე წლებია მუშაობენ, ამბობენ, რომ ტონი უპრეცედენტოდ მწვავეა და ის დიპლომატიას გასცდა. ვითარებას კი „ოცნების" არაადეკვატური პოზიცია ართულებს, რაც შესაძლოა, სანქციებით დასრულდეს. ანალიტიკოსებს  იმედი აქვთ, რომ შეზღუდვები პერსონალური იქნება და ის ქვეყნის წინააღმდეგ არ ამოქმედდება - ისე როგორც მოლდოველი ოლიგარქის, ვლად პლახოტნიუკის შემთხვევაში მოხდა. მას ამერიკის ტერიტრიაზე შესვლაც აეკრძალა.

 


close დახურვა