გერმანიაში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა. სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ახლოს მდებარე რკინიგზის სადგურში დააკავეს.
სროლის მოტივი უცნობია, გამოძიება ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც თავდამსხმელი კარგად იცნობდა.